აკაკი მინაშვილი – ,,ნაცმოძრაობის” პოზიციაა, რომ პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია და ამის გარეშე საერთო შეთანხმება ვერ მოხდება
,,ნაცმოძრაობის” პოზიციაა, რომ პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია და ამის გარეშე საერთო შეთანხმება ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.
„საერთო ერთიანი შეთანხმება ვერ მოხდება, ვიდრე არ იქნება პოზიციების შეჯერება პოლიტიკურ დევნილებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ„ ნაციონალური მიძრაობის“ სახელით. ვიდრე ორ მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება, სრული შეთანხმება მიღებული ვერ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები არის მთავარი საკითხები. ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წასვლა მოუწია იმ სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს ეხება, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს ორ მთავარ საკითხზე. ეს საკითხებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.