რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა – ამის შესახებ თეატრმა ოფიციალური ბრძანება გამოსცა.

ბრძანებას ხელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს.

“საქართველოს შრომის კოდექსის, თეატრის დებულებისა და თეატრის შრომის შინაგანაწესის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. თეატრის მსახიობი, ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით);

2. მის ნაცვლად სპექტაკლებში როლებზე დაინიშნოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული მსახიობი;

3. ბრძანება აღსასრულებლად გადაეცეს თეატრის კადრების სამსახურს;

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები