საფრანგეთის ელჩი: ნებისმიერი რამ, რაც შეთანხმებასთან გვაახლოებს, კარგია
“ნებისმიერი რამ, რაც შეთანხმებასთან გვაახლოებს, არის კარგი. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ეს არის, რასაც ვიხილავთ”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს დანიელსონის დოკუმენტს, პარტიებს კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს.
„საჯაროდ მითქვამს, რომ ყველაფერი, რაც შეთანხმებასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასთან გვაახლოებს, არის კარგი, რადგან საქართველომ უნდა მიმართოს თავისი ენერგია მის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ. მე ახლახან შევიტყვე ეს ამბავი და არ მსურს ახლა ვრცელი კომენტარის გაკეთება, რადგან არ ვიცი, ზუსტად რა ხდება. ვიმედოვნებ, რომ ეს არის ის, რაც გვაახლოებს ყველა პარტიას შორის შეთანხმებისკენ და კრიზისიდან გამოსავლის საშუალებას იძლევა. არ ვარ დარწმუნებული, რომ უკვე ამ ეტაპზე ვართ, თუმცა ნებისმიერი რამ, რაც შეთანხმებასთან გვაახლოებს არის კარგი. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ეს არის, რასაც ვიხილავთ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.