რუსეთში არალეგალურად მყოფ, დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებს აძევებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დსთ-ის ქვეყნების მთავრობებისგან მოითხოვს, რომ რუსეთში არალეგალურად მყოფმა მათმა მოქალაქეებმა ქვეყანა 15 ივნისამდე დატოვონ.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გოროვოიმა თანამეგობრობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, დღესდღეობით რუსეთში 332 ათასზე მეტი არალეგალური მიგრანტია უზბეკეთიდან, 247 ათასი ტაჯიკეთიდან, 152 ათასი უკრაინიდან, 120 ათასი აზერბაიჯანიდან, 115 ათასი ყირგიზეთიდან, 61 ათასი სომხეთიდან, 56 ათასი – მოლდოვიდან და 49 ათასი – ყაზახეთიდან.
”თუ ამ რიცხვს 15 ივნისისთვის არ ამოვიღებთ, როგორც ამას პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს, ეს ადამიანები დაისჯებიან საზღვრების ჩაკეტვითა და გაძევების ჩათვლით”, – ხაზი გაუსვა გოროვოიმ.
2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებშ, ვლადიმერ პუტინმა, თავისი განკარგულებით კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსეთში მიგრანტების დროებითი ბინადრობა 2021 წლის 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.