მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

მთაწმინდის რაიონში, წავკისის ველის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ.
პროექტის ფარგლებში, 700 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიური. ამ ეტაპზე, ამორტიზებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს და საფუძველი მზადდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე გაეცნო.
„შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. წავკისში, კიდევ ორ მისამართზე გზა ეწყობა. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ მოქალაქეების განცხადებებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული მათგანი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები