ირაკლი კობახიძე – სენატორებთან შეხვედრაზე: განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან

ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ “დეტალური ინფორმაცია სენატორებს იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დიალოგის პროცესზე გამახვილდა.

„ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა სენატორებთან – ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან. როგორც მოგეხსენებათ, ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებულნი იმ პროცესებით, რომლებიც ვითარდება ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად – საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სენატორებს იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე – იმ პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების, რჩევის მოსმენა. ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ჩვენი მხრიდან შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები