დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.
კოდუას უფლებადამცველის თქმით, ის კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს.
“ოპერაციის წინ ტესტი ჩაუტარეს. მყესი აქვს დაზიანებული და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ადვოკატმა.