თბილისში 17 აპრილიდან ახალი მარშრუტი – N321 ამოქმედდება

დედაქალაქში 17 აპრილიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდება. თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:

დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.

უკუმიმართულებით ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: მეტროსადგური „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია – დავით სარაჯიშვილის გამზირი – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი – მირიან მეფის ქუჩა – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (არჩილ მეფის ქუჩა – დ. თავდადებულის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია).

ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედი L”-ის მიმართულებითაც.

ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები