თეა წულუკიანი: გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს, იმას, რომ გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა – ირმა
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის სატელევიზიო დებიუტს ეხმაურება, რომელიც გუშინ “რეაქციაში” შედგა.
მინისტრის თქმით, გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს, იმას, რომ გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა – ირმა.
,,ეს იყო ძალიან საინტერესო ეთერი, ვუსმინე მათ და კმაყოფილებით აღვნიშნავ, ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რაც კი არის დღეს საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს – გახარიას გუნდი მიხვდა ყველაზე მთავარს, იმას, რომ გრიგოლიას ინგა ჰქვია და არა – ირმა,” – განაცხადა წულუკიანმა.