დავით სერგეენკო: მოლოდინი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ვითარება უკვე მომწიფდა და მოლოდინი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კომპრომისი იმისაა, რომ ორივე მხარემ უნდა იფიქროს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ევროკავშირის ცალსახა პოზიცია ორ ძირითად გზავნილში გამოიხატა, პირველი – ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და აქ გააგრძელონ ოპონირება, მეორე  ხელისუფლების მიმართ გზავნილია, რომ კომპრომისები მოძებნოს ამ პირობების შესაქმენლად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები