დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისებრივად ახალ დონეზე გადავა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტის ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად.
„ამ ვიზიტის დროს გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმ დინამიკაზე, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხასიათდებოდა ქართულ-სომხური ურთიერთობები, აგრეთვე, სამომავლო პერსპექტივებზე. აუცილებელია, გაიცვალოს პოზიციები რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისებრივად ახალ დონეზე გადავა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.