შალვა ნათელაშვილი: ხვალვე რომ დაგვინიშნონ ახალი არჩევნები, მაინც არ მოვაწერთ ხელს, თუ ნიკა მელია ციხეში იქნება
“ხვალვე რომ დაგვინიშნონ ახალი არჩევნები, მაინც არ მოვაწერთ ხელს, თუ ნიკა მელია ციხეში იქნება”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას განხილვაც არ სჭირდება.
„სამყაროში არაფერი იკეტება, მაგრამ მოლაპარაკების მთავარი თემა ახალი არჩევნები უნდა იყოს. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას განხილვაც არ უნდა, ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას გარეშე ოპოზიციურ მაგიდასთან რა განვიხილო, როცა ის ციხეშია, მას რა უნდა ან მე ვიცი, ან დანიელსონმა იცის, ან ბიძინამ? შეიძლება, კაცს თავში აზრად მოუვიდა და ამბობს, აღარ მინდა ახალი არჩევნებიო, ვიცი ეგ აზრი მე? შეიძლება, არ იჯდეს მომლაპარაკებელი მხარე მომლაპარაკებელთან და მიდიოდეს მოლაპარაკება? ასეთი რამ კაცობრიობას არ ახსოვს, ამიტომ, ჩვენ ამ ანეკდოტური ვითარებიდან უნდა გამოვიდეთ, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და შემდეგ დავიწყოთ მსჯელობა. თუ არ გათავისუფლდება, არავითარ დოკუმენტზე ხელი არ იქნება მოწერილი, ხვალვე რომ დაგვინიშნონ ახალი არჩევნები, მაინც არ მოვაწერთ, თუ ის ციხეში იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.