ირაკლი კობახიძე: აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარმდაჭერი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია.
„ჩვენ ვიზიტის დასასრულ, რა თქმა უნდა, შევაჯამებთ ყველა შეხვედრას, კონკრეტული დასკვნები იქნება გამოტანილი ამ შეხვედრებიდან და ვიმოქმედებთ შესაბამისად. მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარი პარტნიორი და მხარმდაჭერი, ის არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც დღემდე გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.