მერკელი და ბაიდენი მოუწოდებენ კრემლს, უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გაიყვანოს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს უკრაინის აღმოსავლეთის საზღვართან და მის მიმდებარედ შექმნილი ვითარება განიხილეს.

ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი ინფორმაციით, მერკელი და ბაიდენი მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან რეგიონში ვითარების დეესკალაციის მიზნით.

“კანცლერი და პრეზიდენტი შეთანმხდნენ, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის ზრდა უნდა შეწყვიტოს, რათა ვითარების დეესკალაცია მოხდეს”, – თქვა შტეფენ ზაიბერტმა.

თეთრი სახლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა “გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, ასევე, ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარის ზრდის გამო და  უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კვლავ დაუდასტურეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები