კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 538, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119, აჭარაში – 103
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარაში – 103, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 63, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 294, აჭარაში – 400, იმერეთში – 359. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში – 213, აჭარაში – 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში – 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 163 – აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.