ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება

“როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება”, – ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიიდან ექვსი დეპუტატის წასვლის ფაქტი.

მისი თქმით, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება.

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო; მათ შორის, იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები