მერაბ ლომინაძე: ნამახვანჰესის აშენება ენერგოდამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნება, – მისი აშენება ტვიშის უნიკალურ სახეობას არ გაანადგურებს

ნამახვანჰესის აშენება ენერგოდამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. მისი აშენება ტვიშის უნიკალურ სახეობას არ გაანადგურებს, – ამის შესახებ ENKA-ს დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის აშენება ელექტროენერგიასაც გააიაფებს.

“მზაობა გამოვხატეთ, ჩავერთოთ კონტრაქტის განხილვაზე. ის საჯაროა და ჩვენ მზად ვართ, რომ ძალიან კომპეტენტური კვლევები განვახორციელოთ, ჩავრთოთ კომპეტენტური ადამიანები და განვმუხტოთ სიტუაცია. ყველა მხარე ჩაერთვება ამ პროტესტში, იქნება ეს საზოგადოების ჯგუფები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია თუ სხვა მხარე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველასთან ვითანამშრომლოთ… გვინდა, რომ სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას.

ნამახვანჰესის აშენება ენერგოდამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. ეს იქნება ის სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომლითაც ჩანაცვლდება სრულად იმპორტირებული ელექტროენერგია. მოგეხსენებათ, რომ ტარიფები განსხვავებულია – არის პიკური ტარიფები და დღის ტარიფები. პიკურ ტარიფებში ქვეყანა იხდის დაახლოებით 9-დან 10 ცენტამდე. მაშინ როდესაც ნამახვანჰესის პროექტით გათვალისწინებულია 6,2 ცენტი, შესაბამისად, ცხადია, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანია”, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები