სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 10 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 10 პირია დაკავებული.

ცნობისთვის, შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას და შსს-ს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები