“რუსთაველის თეატრმა” ბესიკ ზანგურის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი მოხსნა

“რუსთაველის თეატრი” გმობს ძალადობას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს – “იულიუს კეისარი”, – ამის შესახებ თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სპექტაკლში ძალადობაში მხილებული ბესიკ ზანგური იღებს მონაწილეობას და რეჟისორი რობერტ სტურუაა.

“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე  იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს – ,,იულიუს კეისარი”.
ბილეთები შეგიძლიათ, დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები