ვლადიმერ ბოჟაძე – დეპუტატების მიერ “ქართული ოცნების” დატოვებაზე: მათ მიერ მოპოვებული მანდატები ეკუთვნის “ქართულ ოცნებას”, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა დატოვონ მანდატები
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი – ვლადიმერ ბოჟაძე 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღეს სრულიად სამართლიანად ითქვა, რომ ,,ქართული ოცნების” უმრავლესობიდან გასულ მაჟორიტარებს აქვთ ,,შანსი”, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ხალხს. თუ მოწერელიას, კერესელიძესა და ხოჯევანიშვილს და, ზოგადად, ამ გუნდს აინტერესებს, მათ მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატები ეკუთვნის “ქართულ ოცნებას”, თუ ეს მათი პირადი, ან მათი ლიდერის რეიტინგია, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა დატოვონ ეს მანდატები. ეს გარემოება შექმნის ვითარებას, რომ ამ სამ ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს მაჟორიტარი შუალედური საპარლამენტო არჩევნები, აქვე დანარჩენ ოპოზიციასაც ექნება შანსი. აი სწორედ მაშინ უნდა მიიღონ მონაწილეობა და იქ გაირკვევა, რეალურად ვისი რეიტინგით შევიდა ეს ხალხი პარლამენტში. ამის გაკეთებას უნდა ელემენტალური პოლიტიკური გამბედაობა და ვნახოთ აბა, წავა მინიმალურ რისკზე ეს სამეული თუ უმოქმედობით, ანუ მანდატების შენარჩუნებით გაამყარებენ ვარაუდს, რომ ეს რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებაა”, – წერს ბოჟაძე.