სერგეენკო – ,,ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლაზე: მოულოდნელი სიახლეა, წინასწარ გაევლოთ გუნდში კონსულტაციები და საჯარო სივრციდან არ უნდა გაგვეგო

“მოლოდინი მექნებოდა, რომ წინასწარ გაევლოთ გუნდში კონსულტაციები და საჯარო სივრციდან არ გაგვეგო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, მოულოდნელი სიახლეა, რომ ,,ქართული ოცნება” დეპუტატებმა დატოვეს.

„მოულოდნელია ნამდვილად, სიხალეა. თუ ეს მოხდება, მე უფრო მოლოდინი მექნებოდა, რომ წინასწარ გაევლოთ თავის გუნდში კონსულტაციები და საჯარო სივრციდან არ გაგვეგო. მე გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე კონკრეტულად არაფერი ვიცი, გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, არცთუ ისე სუსტი კონკურენტი, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იყო პრემიერი და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანლობდა“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები