კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 664, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 120, აჭარაში – 96

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 31, გურიაში – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 264, აჭარაში – 390, იმერეთში – 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში -10, იმერეთში – 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები