„როიტერი“ – აშშ ავღანეთიდან ჯარებს 11 სექტემბრისთვის გაიყვანს

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო, ავღანეთში დარჩენილი ჯარის ნაწილი 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გაიყვანოს.

„როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ  შესაძლოა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ გამოაცხადოს.

11 სექტემბერს 20 წელი სრულდება ტრაგედიიდან, როცა ალ-ქაიდამ ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ-ის ჯარებს ავღანეთი 2021 წლის პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ჯო ბაიდენის პირობებში ცნობილი გახდა, რომ დათქმულ დროს ჯარების გაყვანა ვერ მოხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები