პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ დაჯილდოების ღონისძიება ხვალ გაიმართება

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით ქ. თბილისის საკრებულოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება, 14 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში, გაიმართება. ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე – „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბი“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „ლამაზი ეზო“, „საწარმოს ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.

მათივე ცნობით, „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ღონისძიება წელს მეხუთედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები