ოპოზიცია რეგიონებში გასვლას იწყებს

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ, როგორც „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ, 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა პოლიტიკოსი გიგი უგულავაც. მან განაცხადა, რომ  ოპოზიცია რეგიონებში გასვლას ამ კვირიდან იწყებს.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები