პრეზიდენტი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს დანიელ მაკ სუინის შეხვდა.
საუბარი შეეხო კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხს, მათი მოძიების პროცესის გაგრძელებისა და უწყვეტობის აუცილებლობას და ამ პროცესში ჩართული მხარეების მაქსიმალურად ეფექტური კოორდინაციის საჭიროებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების უფრო გრძელვადიანი, მდგრადი და ეფექტური სამოქმედო სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი.