ანრი ოხანაშვილი: ის სამართლიანი შეთავაზებები, რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დავდეთ, ძალაშია

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი აცნობიერებს პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტთან მიმართებით, რომელიც მოლაპარაკებების დროს დაიდო და შეთავაზებები ძალაშია.

„ის სამართლიანი შეთავაზებები, რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დავდეთ, ძალაშია. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტთან მიმართებით, რომელიც დაიდო და რომელზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა შესაბამისი დაზუსტებებით, ეს დღის წესრიგი დღესაც ძალაშია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები