გიგი უგულავა: ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს
“სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია დააპატიმრა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და მელია საპატიმროს დატოვეს.
„ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე პოლიტიკური იყო. შესაბამისად, გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მით უმეტეს, როდესაც სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს. „ქართული ოცნების“ იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მინდა, დავიტოვო იმედი, რომ მათში ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. სულ მცირე, გამოჩნდება ის ფარისევლობა, რომელსაც ორი თვეა, კულტივირებს საქართველოს პროკურატურა. ვხედავთ უსირცხვილო განცხადებებს, თითქოს, თავისუფლების გასაღები მელიას ხელშია. იმედი მაქვს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ნიკა საპატიმროს დატოვებს. სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.