ლაშა ხუციშვილი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უწყების თანამშრომლის არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ხუციშვილი აღნიშნავს, იგი 25 წელზე მეტ ხანს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

“ძალიან ვწუხვარ ჩვენი კოლეგის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო. იგი 25 წელზე მეტ ხანს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. იყო კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას. 2 მაისს, აღდგომა დღეს, მას 68 წელი შეუსრულდებოდა…ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომელი არჩილ ჩაჩანიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები