ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩილ ჩაჩანიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები