გრიგოლ მდივნიშვილი მეხანძრეებს – თქვენ გმირები ხართ, დიახ გმირები

ფეისბუქმომხმარებელმა გრიგოლ მდივნიშვილმა, ფიროსმანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარისას სწრაფი და შედეგიანი მოქმედების გამო, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებთა სახელით,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა და გმირები უწოდა. 

მდივნიშვილმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც ინციდენტის დროულად აღმოფხვრისათვის.

“გუშინ, 11 აპრილს ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ კომერციულ ობიექტზე გაჩენილმა ხანძარმა, სადაც გვერდიგვერდ არის განლაგებული ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები კრიტიკული საშიშროება შეუქმნა არა მხოლოდ ადამიანების და ქუჩის მობინადრეთა სიცოცხლეს, არამედ ისტორიულ ნიკო ფიროსმანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებს და მათ საოჯახო ქონებას.

ნ. ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებთა სახელით, მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატოთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეების მიმართ, მათ მიერ გამოჩენილი სწრაფი და შედეგიანი მოქმედების გამო, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახდინეს ხანძრის დროული ლიკვიდაცია და განადგურებას გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე, ნ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმი და საცხოვრებელი სახლები, გაზგასამართი და ბენზინგასამართი სადგურების მოსალოდნელი აფეთქებისაგან, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა აღუწერელი ტრაგედია!

მეხანძრეების თავგანწირული მოქმედება გმირობის ტოლფასი იყო!
მადლობა თქვენ ვაჟკაცო კაცებო და ყველა თქვენს თანაგუნდელს მრავალთათვის გაწეული შეუფასებელი თავდადებისათვის!

სავალდებულო არ არის ცეცხლსასროლი იარაღით იცავდე შენს მამულს ან სიცოცხლე შესწირო მის მომავალს, რომ გმირები გეწოდოთ – თქვენ გმირები ხართ, დიახ გმირები!!
გისურვებთ წარმატებებს თქვენს პირად და ასევე მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებაში! უფალს ებარებოდეთ აწ და მარადის!!

უმადურობა იქნება არ აღინიშნოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შეთანხმებული მოქმედება, აღნიშნული საფრთხის შემცველი ინციდენტის დროულად აღმოფხვრის ხელშეწყობის საქმეში. მადლობა მათ!”, – წერს გრიგოლ მდივნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები