ნათია თურნავა: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი არის ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაზეც, პანდემიის პირობებში აქტიურად ვმუშაობთ

აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი არის ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაზეც, პანდემიის პირობებში აქტიურად ვმუშაობთ – ეს არის უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ნაწილი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, ჩვენ აგროტურისტულ ობიექტებში პირველი ტურისტები გვესტუმრებიან“- ამის შესახებ ნათია თურნავამ საგარეჯოში გამართულ ღონისძიებაზე „პანდემია – შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმის სექტორისთვის“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის განვითარებასაც და ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ „უდაბნოს პროექტი“, სადაც რამდენიმე წელიწადში, კერძო ინვესტიციით, გაშენდა ნუშის ბაღები და შეიქმნა ულამაზესი გარემო ტურისტების მოსაზიდად.

„აგროტურიზმი არის ერთ-ერთი კარგი პრიორიტეტი და შესაძლებლობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ ეპოქაში, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ ტურისტულ სერვისებზე, რომლებიც ღია სივრცეში საქმიანობასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები