“ქართული მარში” ,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართული მარში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინოს ქართველი ერის მოთხოვნა და შეაჩეროს ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში.

“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ,რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ეს იქნება გამოუსწორებელი დანაშაული,რომელსაც ქართველი ერი არავის აპატიებს‼️

ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა დამსჯელი, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ერის მოთხოვნა და შეაჩეროს ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში‼️საკუთარ ხალხთან პოლიციის ძალით მოქმედება არის გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რიონის ხეობიდან სასწრაფო წესით გაყვანილ უნდა იქნას ძალოვანი სტრუქტურები და დაიწყოს დიალოგი რიონის ხეობის მცველებთან‼️

წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გამოუსწორებელ შედეგებს,რომელზეც ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი”, – წერია განცახდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები