ირაკლი კობახიძე: ჩვენი პირობა დღესაც ძალაშია, მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ

“ჩვენი პირობა დღესაც ძალაშია, მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამნისტიის კანონის მიღებაზე ,,ქართულმა ოცნებამ” თანხმობა არ დააფიქსირა.

,,როდესაც კრისტიან დანიელსონმა დოკუმენტი შეადგინა, ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამნისტიის კანონის მიღებას და ამაზე ჩვენ თანხმობა დავაფიქსირეთ, რა თქმა უნდა, გირაოს გადახდის პირობით. ჩვენი პირობა დღესაც ძალაშია. ანუ,ლ ამ პირობით ჩვენ მზად ვართ, დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები