ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” ინიციატივაზე: შანსი არაა, მაგაზე “ოცნება” წამოვიდეს, მაქსიმუმ დაპირდნენ, მოატყუონ და გადააგდონ

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს “გირჩის” მიერ წარმოდგენილი პუნქტები მოსწონს, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან თანხმობის იმედი არ აქვს.

ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი პუნქტი, რომელსაც მისი ყოფილი თანაგუნდელები ასახელებენ, რაღაც თვალსაზრისით ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს.

“კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, მაგაზე “ოცნება” წამოვიდეს რომელიმეზე, მაქსიმუმ დაპირდნენ, მოატყუონ და გადააგდონ. მახსოვს, როცა 7-ის ნაცვლად 1 იყო სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე და შემოვდივართო და არ შეასრულა “ოცნებამ”. ახლა უბრალოდ 6 დაამატეს და ასარჩევს აძლევენ მეტს. სინამდვილეში, ნებისმიერი ეგ პუნქტი რაღაც თვალსაზრისით გულისხმობს ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან და ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები