როდის შეიძლება, აღდგეს ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის – კარასინის განმარტება

“ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი, ჯერჯერობით, ნაადრევია”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი “კომერსანტთან” აცხადებს.

მისივე შეფასებით, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაბალანსებული იყო.
“ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი  ჯერჯერობით, ნაადრევია. საქართველოში რადიკალური მყვირალების მოქმედების გამო ამ საკითხს გაურკვევლობა ემატება. გავიხსენოთ ამასწინანდელი შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად უმსგავსი ინციდენტი იყო. ამავე დროს, მოხარულნი ვართ, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერის დაბალანსებული განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”, – აღნიშნა კარასინმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები