დაცული ტერიტორიების რეინჯერი, გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გიორგი აბრამიშვილი 17 წელია, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს. თავდადებული შრომით, გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation-სა და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა. ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები