თენგიზ ცერცვაძე: თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილიანობას ერთნიშნა ციფრზე ვერ შევინარჩუნებთ

“საქართველო გზაგასაყარზეა, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი”, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ახლა ვართ გზაგასაყარზე, შევინარჩუნებთ ამ სტაბილიზაციის პერიოდს და გადაურჩებით იმას, რასაც ვერ გადაურჩა ევროპა ან ამერიკა… ან ვერ შევინარჩუნებთ, ვერც ჩვენ გადაურჩებით და აქაც დაიწყება მესამე ტალღა ყველა მისი თანმდევი უსიამოვნო მოვლენებით.

შეიძლება, ვინმე შემეკამათოს, რომ მუდმივი სოლიდარობის გამოჩენა ამ თავშეკავებაში ძნელია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჯერ არაა სიკვდილობის მატება, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. თორემ თუ დაიწყო მესამე ტალღა, სიკვდილიანობას ერთნიშნა ციფრზე ვერ შევინარჩუნებთ. დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ადამიანი თუ აიცრება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები