გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება.