რუსთავში, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მეორე დღეა საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაშველები მდინარეში 54 წლის ქალს ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი სახლიდან 2 აპრილს საღამოს გავიდა, ბოლოს ის თბილისში ნახეს და მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა.
საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავებიც.