კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 408, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71, აჭარაში – 61

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარაში – 61, იმერეთში – 47, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 71, კახეთში – 26, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 115, აჭარაში – 352, იმერეთში – 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 5, იმერეთში – 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 121 – აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები