ნიკოლოზ სამხარაძე: საკოორდინაციო საბჭო აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ვადის შემცირებაზე იმსჯელებს

“გადასასვლელები დაკეტილია და გალში მცხოვრებ მოქალაქეებს, რეალურად, შეზღუდული აქვთ გადმოსვლის უფლება, თუმცა, ხუთდღიანი კარანტინის თემაც გასათვალისწინებელია. მალე ამ რეგულაციის შესუსტებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„თავის დროზე პუნქტი 5-დღიანი კარანტინის შესახებ გაჩნდა იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. იქ ძალიან ცოტა ტესტი ტარდებოდა 24 საათის განმავლობაში და უმეტესობა იყო დადებითი. ანუ კოვიდვითარება აფხაზეთში უფრო მძიმე იყო, ვიდრე – დანარჩენ საქართველოში“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები