აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე ოფისის ინვენტარით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა კოსტავას №47/57-ში მდებარე ოფისი მოინახულა და ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი სამეცნიერო საქმიანობა გააცნეს და არსებული საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თავის მხრივ, ნუნუ მიცკევიჩმა ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის „Space“-ის მიმართულების საგრანტო კონკურსებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთის კვლევით ცენტრებთან ერთად ერთობლივი პროექტების მომზადება და მასშტაბური საგრანტო დაფინანსების მოპოვება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გაზრდის მისი ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასტრონომიის დარგის განვითარების ხელშეწყობისა და მოზარდებში მისი პოპულარიზაციის გზებიც განიხილეს.

750 ათას ლარამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები