17:00 სთ-დან ქვედა სიმონეთის მონაკვეთზე გზის ორ ზოლიანი მოძრაობა გადაერთო ერთ ზოლში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო  გზის  კმ215+700  (ქვედა სიმონეთი, E60 მაგისტრალის აღმოსავლეთ მიმართულება),  2021  წლის  12  აპრილიდან იწყება დაზიანებული  გზის  სავალი  ნაწილის სარეაბილიტაციო  სამუშაოები, ორ ეტაპად.  რის  გამოც,  დღეს,  10  აპრილს  17:00  სთ-დან,  გზის  ორ ზოლიანი  მოძრაობა  გადაერთვება  ერთ  ზოლში. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები