აქცია ქუთაისში – დევნილების კორპუსის მცხოვრებლებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისში, დევნილების კორპუსში მცხოვრებლებმა აღმაშენებლის გამზრის გადაკეტვა სცადეს. ისინი შენობაში არსებული ლიფტის გაუმართაობას აპროტესტებენ.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ახალაშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია, რეაბილიტაციის თანხა შეაგროვეს, თუმცა სათანადოდ ვერ შეკეთდა. მათივე თქმით, გაუმართავი ლიფტის გამო, მათ მაღალსართულზე ფეხით ასვლა უწევთ.

აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზაზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. ამ დროისთვის აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები