ზურაბ რთველიაშვილი მძიმე სენს ებრძვის – საზოგადოება მის დასახმარებლად ერთიანდება

პოეტი და პერფორმერი ზურაბ რთველიაშვილი ონკოლოგიურ სენს ებრძვის.
ირაკლი კაკაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოეტი “ავერსის” კლინიკაში თრომბის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მას სიმსივნე დაუდგინდა.

“იმედის დღეში” გასულ სიუჟეტში მის დასახმარებლად ანგარიშის ნომრები გამოცხადდა. მეგობრები, ნაცნობები და რევოლუციონერი პოეტის მხარდამჭერი სრულიად უცხო ადამიანები ზურაბ რთველიაშვილის დასახმარებლად ერთიანდებიან და აცხადებენ, რომ მას ამ სენთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებენ.

“ახლა კი, როცა ჩვენი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოცდა იწყება ყველა მიზანი, ყველა შანსი დასაშვებია! როგორ გინდოდა, ეს პატარა გოგო ისეთი ძლიერი გამხდარიყო, რომ ყველა საზღვრები გაერღვია, ყველა სურვილი აეხდინა! ჰოდა, დადგა ეს დღეც! შენ ხარ ახლა მთავარი სურვილი, მთავარი იდეა, მთავარი ოცნება!!! და სანამ ერთმანეთის ხელი გვიჭირავს, ყველა სირთულე დაძლეულია! საუკუნოდ შენი!”

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი – GE46BG0000000161695587

თიბისი ბანკი – GE18TB7722245161600002

მიმღები – ნინო ამირეჯიბი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები