წნორში ავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ რამდენიმე დაშავდა

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. წნორი-ტიბაანი-ჯუგაანის გზაზე ერთმანეთს “მერსედერსისა” და “ფორდის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები და მიმდიანრეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები