მეუფე სტეფანე: მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს

მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

მან არასამთავრობო ორგანიზაციები ანტირელიგიურობაში დაადანაშაულა.

“მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს. ვერ უპირისპირდება სახელმწიფო ასეთ ორგანიზაციებს და პირიქით, ყოველდღე ტელევიზორში ჰყავთ გამოჭიმული.
საინტერესო რა არის, რომ ასეთ ცრუ თაღლითურ, ვითომ რელიგიურ ორგანიზაციასთან დაიწყეს თანამშრომლობა განდგომილმა მღვდელმსახურებმა და დაუჯდნენ იქ სტუდიაში,” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები