საგარეჯოში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირვველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ “იმედის” წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი თაიგულებით შეამკო და მოსწავლეებს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, თავგანწირული გმირების ღვაწლსა და პატრიოტიზმზე ესაუბრა.

ამის შესახებ “კვირას” საგარეჯოს მერიიდან აცნობეს.

“32 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები