ისანში კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ისნის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარს შსს-ში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები